მოთამაშეები იყოფიან 2 გუნდად და სასურველი მეთოდით გადაწყვეტენ რომელი გუნდი იწყებს თამაშს. გუნდები თამაშობენ მონაცვლეობით. მოთამაშე აიღებს სასურველი სირთულის ბარათს და მას ეძლევა 10 წამი ბარათის საპასუხოდ. თუ მოთამაშე დროში ჩაეტევა და დაასახელებს ოთხ პასუხს, გუნდს მოუტანს შესაბამის ქულას:
-
მწვანე ბარათით - 2 ქულა
-
ყვითელი ბარათით - 3 ქულა
-
წითელი ბარათით - 4 ქულა
ყოველ მოპოვებულ 35 ქულაზე გუნდებს აქვთ უფლება აიღონ დამატებითი (იასამნისფერი) ბარათი სახელწოდებით “წაიმღერე”. ამ დავალებების შესრულებაში მთელი გუნდი იღებს მონაწილეობას. გუნდს შესაძლებლობა აქვს, მოიპოვოს მინიმუმ 1, მაქსიმუმ - 4 ქულა. იმის მიხედვით თუ რამდენ სიმღერას წაიმღერებენ (მაგ. 3 სიმღერის წამღერების შემთხვევაში მოიპოვებთ 3 ქულას).
თუ მოთამაშე 10 წამში ვერ მოასწრებს ბარათზე მოცემული დავალების შესრულებას, ის ისჯება მოქმედებით. მოქმედების შესრულების შემთვევაში გუნდი მიიღებს იმდენივე ქულას, რა სირთულისაც იყო პირვანდელი ბარათი (მოქმედების ბარათები დატოვეთ ყუთში და ამოიღეთ შემთხვევითობის პრინციპით).
თუ მოთამაშე უარს იტყვის მოქმედებისშესრულებაზე, გუნდს დააკლდება 5 ქულა და ამ მოთამაშემ უნდა მიიღოს ალიყური თავისივე გუნდის ნებისმიერი წევრისგან (კიდევ ერთხელ გთხოვთ, ზომიერების ფარგლებში ალიყურეთ ერთმანეთი, ამას უნდა ჰქონდეს
მხოლოდ და მხოლოდ ხუმრობის სახე).
გაიმარჯვებს გუნდი, რომელსაც თამაშის ბოლოს მეტი ქულა ექნება და მიიღებს თასს შემდეგ თამაშამდე.